სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2025 წლის 11 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანა კვაჭაძემ მონაწილეობა მიიღო თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „თანასწორობის 25 წელი: ეტაპები, გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაზე ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი დირექტივები წარმოადგინეს, თანასწორობის ორგანოების წინაშე არსებული გამოწვევები, საფრთხეები და ბარიერები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე იმ სტრატეგიებზე იმსჯელეს, რომლებიც საჭიროა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ძალისხმევის გასაძლიერებლად მომდევნო წლებში.

კონფერენციას ევროკავშირის სააგენტოების, ევროპის საბჭოს, ეროვნული თანასწორობის ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მკვლევარები ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სფეროში და მისი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება ძლიერი და ინკლუზიური მომავლის ასაშენებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)