სიახლეები

თანასწორობის დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეების განახლებული სია

საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია თანასწორობის დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეების განახლებული სია. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის თანახმად, ორგანიზაციას, დაწესებულებას ან გაერთიანებას, რომლის საქმიანობის სფეროც მოიცავს პირთა დისკრიმინაციისგან დაცვას, უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს ამ კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის პროცესში მესამე პირად ჩართვის მოთხოვნით. ინფორმაციის განახლება მიზნად ისახავს, რომ დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ მიმდინარე საქმეებს, რომელსაც სახალხო დამცველი სწავლობს.


იხილეთთანასწორობის დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეების განახლებული სია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)