სიახლეები

თანასწორობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი

2015 წლის 28-30 აპრილს საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატში სტუმრად იმყოფებოდა თანასწორობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი ჩილა ვან დერ ბასი, რომელმაც ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს ჰოლანდიის თანასწორობის ორგანოს საქმიანობა, კომპეტენციები, გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წესი, დისკრიმინაციის საქმეების მოკვლევის და მტკიცებულებათა მოპოვების თავისებურებანი გააცნო.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონის ხარვეზები, ასევე ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებასა და თანასწორობის ორგანოს სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე.

ვიზიტი ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით შედგა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)