სიახლეები

ტრენინგი თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა თემის ფასილიტატორებისთვის

2022 წლის 27 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, საქართველოში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა თემის ფასილიტატორებისთვის თანასწორობის უფლებასა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე ტრენინგი გამართეს.

ტრენინგის ფარგლებში, თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული სტანდარტები გააცნეს, და მათ შორის, ინფორმაცია მიაწოდეს დისკრიმინაციის შემადგენელ ელემენტებზე, დისკრიმინაციის სახეებსა და უფლების დაცვის მექანიზმებზე. ტრენინგის ერთი სესია დისკრიმინაციის წახალისების საკითხსა და დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამებზე მსჯელობას დაეთმო. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების გზით, სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები ამოეცნოთ, რაც სამომავლოდ, დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებათ.

სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)