ანგარიშები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში

სპეციალური ანგარიში შშმ პირთა პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში განხორციელებულ ვიზიტებზე დაყრდნობით მომზადებული.

მონიტორინგი 2020 წელს ჩატარდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში და მასში შეფასებულია „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები,“ და ასევე, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დაცვის ხარისხი, მათ შორის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ჭრილში.

დოკუმენტში საუბარია დაწესებულებების საცხოვრებელ და ინფრასტრუქტურულ გარემოზე, ინსტიტუციური აღზრდის წესზე, ინკლუზიური ზრუნვისა და საჭირო საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სერვისების დეფიციტზე, რაც საბოლოო ჯამში ინსტიტუციაზე დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას იწვევს და ამცირებს ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს.

პერსონალი მცირეა და რიგ შემთხვევებში არაკვალიფიციური; არ ხდება ჰიგიენისა და სანიტარიული ნორმების სათანადო დაცვა, რაც კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში გარემოს კიდევ უფრო საფრთხის შემცველს ხდის. კვება ერთფეროვანია და აუცილებელია სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის საკითხის მოგვარება.

სათანადოდ არ ხდება ძალადობის იდენტიფიცირება, შეფასება და რეაგირება. არ მიმდინარეობს მუშაობა ანტიალკოჰოლური და ანტინარკოტიკული მიმართულებით. პრობლემურია სომატური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე სტომატოლოგიური და ფსიქოსოციალური მკურნალობის მიმართულებები. მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა, კონფიდენციალობის დაცვის საკითხი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)