სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან

2023 წლის 2 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

ღონისძიების მონაწილეებმა სახალხო დამცველს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები და მოლოდინები გაუზიარეს.

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინიციატივით, USAID-PDO-ს პარტნიორობის პროგრამისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)