სიახლეები

სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 18-19 აპრილს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს განახლებული შემადგენლობის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე უძღვებოდა და მისი მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის მომდევნო წლების საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა. ასევე, კონვენციის განხორციელების მონიტორინგის მიზნით საკითხების პრიორიტეტიზაციის სახელმძღვანელო პრინციპისა და ინსტრუმენტის შემუშავება.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “ხელსაყრელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ მხარდაჭერით შედგა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დასაწყისში სახალხო დამცველთან არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულმა მექანიზმმა ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეფორმა განიცადა. დაიხვეწა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტები, გაფართოვდა საბჭოში შშმ პირთა წარმომადგენლობა. კონკურსის შედეგად საბჭოს შემადგენლობაში 2019 წლის 15 აპრილიდან დამატებით ოთხი შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე წევრი შეირჩა. საკონსულტაციო საბჭოში ამ ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს ცხრა წარმომადგენელი ჰყავს:

  1. ესმა გუმბერიძე
  2. მარინა კობახიძე
  3. კობა ნადირაძე
  4. მარინე კორკოტაძე
  5. დავით ბიბილეიშვილი
  6. ეკატერინე თორთლაძე
  7. გივი ჯვარშეიშვილი
  8. ლეილა ხაჭაპურიძე
  9. გიორგი კაკაჩია.

სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)