რეკომენდაციები / წინადადებები

წინადადება „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების ორგანიზებაში საჯარო სკოლების დირექტორების ჩართულობის თაობაზე

2021 წლის 12 აპრილს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს „სამშობლოსმცოდნეობის“ საგნის სახით საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის შემცველ სწავლებაზე შესაბამისი რეაგირებისა და სამომავლო პრევენციის შესახებ.

სახალხო დამცველის მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საჯარო სკოლების მიერ „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების საგნის ორგანიზებაში ჩართულობა და გაკვეთილებზე დასწრების მიზნით სკოლის მოსწავლეთა მობილიზება არ შეესაბამება სეკულარული განათლებისა და რელიგიური გაერთიანებისგან საჯარო სკოლის გამიჯვნის კანონისმიერ პრინციპს. ამასთან, გაკვეთილების დისკრიმინაციული შინაარსი ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუსაბამოა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ განათლების მიზნებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)