სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი პოლონეთის ომბუდსმენს შეხვდა

2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვარშავაში პოლონეთის ომბუდსმენს ადამ ბოდნერს შეხვდა. ომბუდსმენებმა საქართველოსა და პოლონეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანასწორობის პრინციპების დანერგვის გამოწვევები, ხანდაზმულთა უფლებები, მედია თავისუფლების თვალსაზრისით არსებული საფრთხეები, პარლამენტებთან ურთიერთობის ფორმატი და სასამართლო დამოუკიდებლობა.

მხარეები სამუშაო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)