სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2023 წლის 13 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაა.

გაეროს მოსახლეობის ფონდი მრავალი წელია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, რომელიც აძლიერებს აპარატის საქმიანობას ქალთა და ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ადვოკატირების, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკასთან ბრძოლის მიმართულებით.

შესაბამისად, მემორანდუმის საერთო მიზანია გააძლიეროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, მათ შორის, აპარატის რეგიონული ოფისების შესაძლებლობები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად და ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად.

თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს აღნიშნული საკითხების ირგვლივ სახელმწიფო უწყებებისთვის კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. თანამშრომლობა მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)