სახალხო დამცველის პირველი მოადგილე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა
2025 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულისამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ სამეზობლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ენდრიუ ნეზერკოტს შეხვდა.
შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ ბრიტანელ დიპლომატს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი, უფლებამოსილების ფარგლები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ასევე, ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ბოლო პერიოდში განხორციელებული ის საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვაზე.