სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ევროპის ომბუდსმენთა ქსელის ყოველწლიური კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2025 წლის 20-21 ნოემბერს ევროკავშირის ომბუდსმენის ტერეზა ენჯინიოს მასპინძლობით ბრიუსელში ევროპის ომბუდსმენთა ქსელის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ომბუდსმენებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ომბუდსმენთა დამოუკიდებლობის, გარემოს დაცვაზე ზედამხედველობის, ევროკავშირის სამართლიდან გამომდინარე ომბუდსმენთა უფლებამოსილებების, ლტოლვილთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვაზე ზედამხედველობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ომბუდსმენის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ომბუდსმენის ფუნქციური დამოუკიდებლობას და სახელწიფოს მხრიდან შესაბამისი გარანტიების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე ომბუდსმენთა მხრიდან კერძო დაწესებულებების მიერ საჯარო სერვისების მიწოდებაზე ზედამხედველობის საკითხების განხილვაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი წელს პირველად იყო მიწვეული.