სიახლეები

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ თამარ გვარამაძემ ოსლოში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) ახალი ხელმძღვანელები წარადგინეს და მათ NHRI-ის ფუნდამენტური პრინციპებისა და ეფექტური ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის სადისკუსიო ფორმატში გაიმართა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის წევრებმა ახალ წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და NHRI სტანდარტები და საქმიანობა მიმოიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)