სხვა ნიშანი

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირებს შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ მოუწოდა

2017 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენდა.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ მნიშვნელოვნად (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვა) და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო საქმიანობას, მაშინ როდესაც, კერძო სექტორში დასაქმებული იმავე შეზღუდვის მქონე პირებს აქვთ სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა, რომ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ერთნაირი შეზღუდვის მქონე პირებს, არსებული შეზღუდვიდან გამომდინარე, აქვთ თანაბარი საჭიროებები, შესაბამისად, მათი ინტერესი, მიიღონ გათვალისწინებული სოციალური პაკეტი არის თანაბარი. არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ მნიშვნელოვნად (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვა) და ზომიერად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეპყრობიან განსხვავებულად, რაც განპირობებულია მათი დასაქმების სფეროთი, განსხვავების ლეგიტიმური მიზანი კი მთავრობას არ დაუსახელებია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)