დასრულებული კონკურსები (არქივი)

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი

საკონკურსო პოზიციის დასახელება: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი

საკონკურსო პოზიციის რაოდენობა: 1

საკონკურსო კომისიის საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართ: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N80.

ტელ: (+995) 598 84 53 62

საკონტაქტო პირი: ხატია მელაშვილი

ზოგადი აღწერა:

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 2016-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრემიერ მინისტრს წარუდგენს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრად საქართველოს სახალხო დამცველი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა წარმომადგენელთაგან, ღია კონკურსის საფუძველზე არჩევს სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირს.

ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატს მოეთხოვება:

– უმაღლესი განათლება;

– ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ან/და კორუფციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება,

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

– რეზიუმე (CV);

– უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

– ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ან/და კორუფციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა რომლის წევრი/თანამშრომელიც არის კანდიდატი. ცნობაში უნდა დასტურდებოდეს, რომ კანდიდატი ამ ორგანიზაციის წევრი/თანამშრომელია და ორგანიზაცია თანახმაა კანდიდატმა მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კონკურსში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე hr@ombudsman.ge 2022 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის სათაურში უნდა მიეთითოს საკონკურსო პოზიციის დასახელება: „ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი“.

კანდიდატის შერჩევა მოხდება განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან ერთი დღის ვადაში.

შერჩეულ კანდიდატს, შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ, მის მიერ მითითებული ინფორმაციის დადასტურების მიზნით, შეიძლება მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)