ბავშვის უფლებათა დეპარტამენტი

ძალადობისგან დაცვა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა არასრულწლოვანისადმი ოჯახში ძალადობისა და სოციალურ ქსელში ბულინგის შესახებ. კერძოდ, არასრულწლოვანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ გამოიწვია ბავშვის მიმართ ბულინგი. ამასთან, საქმეში იკვეთებოდა ოჯახში ძალადობის ნიშნები.

შემთხვევის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას და ითხოვა ბავშვის მდგომარეობის მოკვლევა. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო საქმის გამოძიება. ხოლო, ბავშვი დაუყოვნებლივ გამოიყვანეს ბიოლოგიური ოჯახიდან, სადაც მის მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტს ქონდა ადგილი და განათავსეს უსაფრთხო გარემოში, სადაც ამჟამადაც აგრძელებს ცხოვრებას. სახალხო დამცველის აპარატი კი აგრძელებს არასრულწლოვნის მდგომაროების მონიტორინგს.

საქმეზე მუშაობს ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარიამ ბოჭორიშვილი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)