აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო

განათლების ხელმისაწვდომობა

2019 წლის 11 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის ოფისისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზარვეთის საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი არის შეწყვეტილი, რადგან სკოლა არის ავარიული და რის გამო შეუძლებელია სასწავლო პროცესის წარმართვა.

აღნიშნულს შესამოწმებლად სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებმა ვიზიტი განხორციელეს სოფელ აზარვეტის საჯარო სკოლაში, სადაც 200 ბავშვი სწავლობს. ვიზიტისას ნამდვილად დადასტურდა ის ფაქტი, რომ სკოლა არის ავარიული და იმის გამო, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ბავშვებისა და პედაგოგებისათვის უსაფრთხო გარემო, არ ტარდება გაკვეთილები. მშობლები ითხოვედნენ სკოლის სრული რეაბილიტაციას, რადგან შენობა აშენებულია 1957 წელს და 1999 წლის შემდეგ რემონტი არ არის ჩატარებული.

აპარატის მიერ საქმის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველი 2019 წლის 16 აპრილს რეკომენდაციით მიმართა ახალქალაქის მერსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს სოფელ აზარვეთის საჯარო სკოლის მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის და განათლების ხელმისაწვდომის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც გაითვალისწინეს და იმავე წელს დაიწყეს სკოლის სრული რეაბილიტაცია და დღეს მდგომარეობით სოფელ აზარვეთში არის თანამედროვე სკოლა.

საქმეზე იმუშავა სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა სალომე ყულჯანიშვილმა და ამავე სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ანდრანიკ ბაღდასარიანმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)