აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო

განათლების ხელმისაწვდომობა:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრები ერთადერთი მოსწავლე ს.თ. ვერ სარგებლობდა სკოლაში უფასო ტრანსპორტირების სერვისით, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მოგვმართა გ.ს.-მ, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია მისი შვილის განათლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ოჯახი ვერ უზრუნველყოფდა მეზობელი სოფლის სკოლაში ბავშვის ტრანსპორტირებას.

სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საგანმანთლებლო რესურსცენტრსა და სკოლის ადმინისტრაციას ბავშვების შესაბამისი სერვისით სარგებლობის თხოვნით. განხორციელებული რეაგირების შედეგად, ს.თ. და გ.ს. ჩართეს ზემოთ აღნიშულ სერვისში, შესაბამისად, ამჟამად ორივე მოსწავლე განათლებას იღებს შეუფერხებლად.

აღნიშნულ საკითხზე იმუშავა აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ანა ჯანიაშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)