ალტერნატიული ანგარიშები

საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტს სახელმწიფოს ანგარიშზე კომენტარები წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტს, ევროპის სოციალური ქარტიით განმტკიცებული შრომითი უფლებების შესახებ სახელმწიფოს ანგარიშზე კომენტარები წარუდგინა.

სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ დოკუმენტში წარმოდგენილია ყოველდღიური და ყოველკვირეული გონივრული სამუშაო საათების, სამართლიანი ანაზღაურების, ორგანიზების, კოლექტიური შეთანხმებების და გაფიცვის უფლებების განხორციელების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული შეფასებები.

ამავდროულად, კომიტეტისთვის წარდგენილ კომენტარებში სახალხო დამცველმა სახელმწიფოს მიერ ამ უფლებების ეფექტიანი განხორციელებისთვის გატარებული ღონისძიებებიც შეაფასა.

ევროპის სოციალური ქარტია წარმოადგენს ევროპის საბჭოს ხელშეკრულებას, რომლითაც გარანტირებულია ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ქარტიით  გათვალისწინებული უფლებები თითოეულ ადამიანს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება და დაკავშირებულია დასაქმებასთან, საცხოვრებელთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, სოციალურ დაცვასთან და კეთილდღეობასთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)