ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

2023 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პრეზიდენტმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. მხარეებმა დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)