ახალი ამბები

სახალხო დამცველი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

2023 წლის 11 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და შემდგომი თანმშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)