სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს შეხვდა
2025 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრს პაატა სალიას შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების შედეგად გამოკვეთილ გამოწვევებზე ისაუბრა. განიხილეს ასევე, სისტემაში მიმდინარე რეფორმები და რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესი.
მხარეები ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური და ირინა ჩიხლაძე; ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და ლაშა მაღრაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი.