ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატმა ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერისა და რეგიონული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური სამსახურისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, ბავშვთა ქორწინების კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის მანდატი, გაწეული საქმიანობა და მომზადებული რეკომენდაციები გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, იმსჯელეს ძალადობისგან დაცვის მექანიზმების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)