ახალი ამბები

აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბლოგერის ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ბაკიხანოვი ორჯერ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს. პირველად, ამ წლის ივნისში, მას განუმარტეს საერთაშორისო დაცვის სტატუსის მოპოვების პროცედურები, ასევე მიუთითეს ის ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს შემთხვევებში პირებს უფასო იურიდულ დახმარებას უწევენ.

მეორე კომუნიკაცია 14 ივლისს - სწორედ მისი გარდაცვალების დღეს შედგა. საუბარი შეეხო ბლოგერის მიმართ ძალადობის ფაქტს და ამ შემთხვევაშიც, სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან მას სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია გაუზიარეს, ასევე განუმარტეს აპარატის მანდატი და შესთავაზეს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავი ორგანოები დაარღვევდნენ მის უფლებებს, შეეძლო განცხადებით მოემართა.

სახალხო დამცველის აპარატმა ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)