ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღე

1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაციით საქართველომ გამოხატა მისწრაფება, იყოს დემოკრატიული, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც „თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა“.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლთა სულებს.

დიდება გმირებს!

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)