ახალი ამბები

ელექტრონული კურსი თანასწორობის ძირითადი საკითხების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა, ფონდი „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით, თანასწორობის ძირითადი საკითხების შესახებ ელექტრონული კურსი მოამზადა. კურსი, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების საჭიროებებზეა მორგებული, თუმცა, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დასმული კითხვების მინიმუმ 80%-ზე სწორი პასუხების შემთხვევაში, გაიცემა ელექტრონული სერთიფიკატი.

კურსი ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://tanastsoroba.ombudsman.ge/signin

კურსი შედგება 4 მოდულისგან და შესაბამისი სავარჯიშოებისაგან. პირველი მოდული მიმოიხილავს თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ძირითად თეორიულ საკითხებს, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკის ჩარჩოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებებს. მეორე მოდული იძლევა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის განმარტებას. მესამე მოდული ყურადღებას ამახვილებს ქალების, ლგბტი+ ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ეროვნული/ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე, აღნიშნული თავი, ასევე, აღწერს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებებს. ხოლო, მეოთხე მოდული შეეხება დისკრიმინაციის აღმოფხვრის წინააღმდეგ საქართველოში არსებულ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. მოდულში, ასევე, ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რა შესაძლო ღონისძიებები შეიძლება გაატარონ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა თანასწორობის უზრუნველსაყოფად და დისკრიმინაციის თავიდან ასარიდებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)