ახალი ამბები

ევროპაში ადამიანის უფლებათა მდგრადი გარემოს დაცვა და ხელშეწყობა დემოკრატიული სივრცის და კანონის უზენაესობის გაძლიერების გზით

ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე ევროპაში ადამიანის უფლებათა მდგრადი გარემოს დაცვისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის საქმიანობა ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომგაეროს პარიზის პრინციპების შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის დაარსება წარმოადგენს ინდიკატორს იმისა, თუ რამდენად ეფექტურად ასრულებენ მთავრობები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი მოუწოდებს ყველა ევროპულ ქვეყანას, შექმნას ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტი.

ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს აქვთ უნიკალური უნარი შეაფასონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო, ევროპული თუ შიდა სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვასთან დაკავშირებული საჭიროებები და გამოწვევები. მათი მანდატი და უფლებამოსილება მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ დიალოგი მთავრობებთან და პარლამენტებთან და გასცენ რჩევები საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესრულების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი სამართლებრივი ან კონსტიტუციური მანდატის მქონე საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებელი ფუნქციონირება უზრუნველყოფილია მათ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაცვით. ფართო მანდატი მათ აძლევს საშუალებას დამოუკიდებელი ექსპერტის რჩევები მიაწოდონ მთავრობებს, პარლამენტებსა და საზოგადოებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებები უკეთ თავიანთ ეროვნულ კონტექსტში. მათ ასევე უფლება აქვთ მთავრობებს მოთხოვონ ანგარიში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი მოუწოდებს ევროპის ქვეყნების მთავრობებს, სათანადო ყურადღებით მიუდგნენ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის გაძლიერების შესახებ.

ევროპაში დემოკრატიული სივრცის შემცირება, მზარდი უთანასწორობა, დისკრიმინაცია და უნდობლობა ინსტიტუციების, მექანიზმებისა და ქმედებების მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ჩათვლით, კიდევ უფრო ზრდის ადამიანის უფლებათა ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების არსებობის საჭიროებას.

პარიზისპრინციპების თანახმად, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს აქვთ უფლებამოსილება, წარუდგინონ სახელმწიფო ორგანოებს თავიანთი მოსაზრება „ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიან“, და ამაში სრულიად დამოუკიდებელი არიან. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია 33/15 კი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ზეწოლის, ფიზიკური დაშინების და შევიწორებისგან. გასაგები და მოსალოდნელია, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ქმედებები და განცხადებები შესაძლოა შეიცავდეს მთავრობის მიმართ კრიტიკულ ან არაპოპულარულ ინფორმაციას, რადგან მათი მანდატი სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და იმ სფეროებზე ყურადღების გამახვილებაა, სადაც ადამიანის უფლებები გაუმჯობესებას საჭიროებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები, მათი ანგარიშები და მათი სამართლებრივი საფუძვლები, ასევე ინსტიტუტები ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფო ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ობიექტები ხდებიან, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას როგორც ინსტიტუტების, ასევე კონკრეტული პირების მიმართ, როგორც ეს არის მაგალითადსაქართველოში,პოლონეთსა და უკრაინაში.

დღევანდელრთულ დროში და გარემოში საჭიროა სოლიდარობა და თანამშრომლობა. ერთობლივად და ცალცალკე, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები აძლიერებენ ძალისხმევას საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რათა ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დამცველების საერთაშორისო მხარდაჭერას მთელ ევროპაში და თავიანთ ქვეყნებში. ეს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ის საფრთხეები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ფუნქციონირებაზე.

ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი მოუწოდებს მის წევრებს, გააგრძელონ სხვა უფლებადამცველების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როდესაც მათ ემუქრებათ რაიმე საფრთხე, იქნება ეს სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული შეზღუდვები, სასამართლო სანქციები თუ შევიწროება, დისკრედიტაცია, დაშინება თუ ფიზიკური ძალადობა. ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, როგორც შუმავლის როლის შემსრულებლებს, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის ერთმანეთის მხარდაჭერას.

ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი განაგრძობს საფრთხის ქვეშ მყოფი წევრების მხარდაჭერის გაძლიერებას. ქსელი ასევე მოუწოდებს თავის წევრებს, გააგრძელონ ერთმანეთისა და ადამიანის უფლებათა სხვა დამცველების მხარდაჭერა საფრთხის შემთხვევაში, მათ შორის ორმხრივი და კოლექტიური მხარდაჭერით.

ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი აერთიანებს ადამიანის უფლებათა 41 ეროვნულ ინსტიტუტს. ქსელის მისიაა ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები ევროპის მასშტაბით. ქსელი მხარს უჭერს ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებების განვითარებას შემდეგი ქმედებებით: გასცემს რჩევებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებების შექმნისა და აკრედიტაციის შესახებ, კოორდინაციას უწევს წევრთა შორის ინფორმაციის და დადებითი პრაქტიკის გაცვლას, ზრუნავს უნარ-ჩვევების გავნითარებაზე და ორგანიზებას უწევს ტრენინგებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებების მუშაობის მეთოდოლოგიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ხელს უწყობს სოლიდარობის გაძლიერებას ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, უზრუნველყოფს საფრთხის ქვეშ მყოფი ინსტიტუტების მხარდაჭერას და ხელ უწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტების ჩართულობას რეგიონულ და საერთაშორისო მექანიზმებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)