ახალი ამბები

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის ბიუროს სამუშაო შეხვედრა

2023 წლის 31 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან სოხაძემ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გამართულ ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის ბიუროს შეხვედრაში, როგორც მისმა ერთ-ერთმა წევრმა.

შეხვედრაზე ბიურომ ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის 2023 წლის სამუშაო გეგმა და პრიორიტეტები განიხილა. ასევე, შეხვდნენ ევროპის საბჭოსადამიანის უფლებათა კომისარს და მასთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სეგრეგაცია სკოლებში და ეთნიკურად ბოშა ბავშვების უფლებები, სექსუალური განათლების მნიშვნელობა, ბავშვთა მონაწილეობა და ახალგაზრდების აქტივიზმი, ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბავშვთა უფლებებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებთან, ბავშვთა უფლებების ერთეულის ხელმძღვანელთან, მიგრაციისა და ლტოლვილების საკითხებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)