ახალი ამბები

კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა

2015 წლის 23 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და დევნილთა ქსელ „სინერგიას“ ორგანიზებით გამართა შეხვედრა თემაზე - კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა.

ღონისძიების გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე; სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების, განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, პატიმრებისა და რესტიტუციის საკითხების გადასაჭრელად ქვეყანაში ერთიანი პოლიტიკის არსებობის ნაკლებობაზე. ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა და ხედვა სახელმწიფოსთვის დიდი გამოწვევაა და აუცილებელია ამ კუთხით გააქტიურება, რაც ხელისუფლებისა და საზოგადოების მეტ ჩართულობას გულისხმობს.

„საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ის სპეციფიკა, რომელიც კონფლიქტური რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი, რიგ შემთხვევებში არ არის გათვალისწინებული. სწორედ ერთიანი მიდგომისა და ერთიანი ხედვის არ არსებობა წარმოადგენს პრობლემსა. მხოლოდ ერთი ან ორი სამინისტრო არ უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ პროცესებში და უნდა არსებობდეს სახელმწიფოს ერთიანი, ზოგადი პოლიტიკა, სადაც ყველა სტრუქტურას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლება იმ რეალობის გათვალისწინება, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში არსებობს.“

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და თანასწორობის საკითებში ქეთევან ციხელაშვილი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი.

ქსელი „სინერგიის“ წარმომადგენლებმა კონფლიქტურ რეგიონებში განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა წარმოადგინეს, რომელშიც ზოგადი განთლების ხარისხი და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემები იყო მიმოხილული.

ღონისძიება საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)