ახალი ამბები

შეხვედრა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) აღმასრულებელ მდივანთან

2023 წლის 24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიო სტრასბურგში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) აღმასრულებელ მდივანს იოჰან ფრიდშტედს და სამდივნოს წარმომადგენელს ჯულიეტა ბისიულის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს, ხაზი გაუსვეს უმცირესობათა უფლებებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხებს და ამ მიმართულებით შემუშავებულ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის სპეციალურ მანდატზე - ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმზე ისაუბრა, რომელიც ინსტიტუციას უფლებამოსილებას ანიჭებს ზედამხედველობა და მონიტორინგი გაუწიოს თანასწორობის მდგომარეობას ქვეყანაში. მხარეებმა ECRI-სა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)