ახალი ამბები

საგარო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიშები

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

2017 წლის 21 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა.

წარმოდგენილი სამი რეკომენდაციიდან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი: გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ორგანოები მეტად ჩაერთონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლაში, შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოები წუხილსა და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ მათი წარმომადგენლები ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობის შედეგად უნდა ჩაითვალოს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რეგულარულად აღინიშნებოდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის, ასევე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მექანიზმის შექმნის აუცილებლობა“.

სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეხუთე წელია მუშაობსოფიციალურდოკუმენტაციასთანდაშვებისშესახებევროპისსაბჭოს 2009 წლის 18 ივნისისკონვენციისრატიფიცირებისათვისსაჭიროპროცედურებისდასაწყებადდა კონკრეტულ შედეგებს ვერ მიაღწია.

მართალია, დაწყებულია ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცედურები, თუმცა რეკომენდაციის შესრულების ვადა უცნობია.

21 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ასევე მოუსმინეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს, რომელიც მინისტრის მოადგილემ პეტრე კანკავამ წარმოადგინა.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია გულისხმობდა კონფლიქტებით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მოკლე ვადაში შემუშავებას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.

ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კონფლიქტებით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014 წელს შეიმუშავა და მას მერე 2 წელია პერიოდულად განიხილება კიდეც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომებზე. ამ დროისათვის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტში ასახულმა გარკვეულმა თემებმა აქტუალობა დაკარგა, შესაბამისაც, დოკუმენტი განახლებას საჭიროებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება არ იქნება რეკომენდებული მის განახლებამდე.

კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველი ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობითა და მათი პატიმრობიდან გამოხსნის სავარაუდო გეგმით დაინტერესდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა და იმედია, გარკვეული ღონისძიებები დაისახება.

ასევე მიმდინარეობს კომპლექსური მუშაობა და მინისტრის აპარატი ცდილობს გამონახოს რესურსები, რათა კონფლიქტის ხაზზე მცხოვრებ დაზარალებულებს კომპენსაციები გადაეცეთ, ხოლო სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობს დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების კომისია.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ორგანიზაციების შეცვლასთან დაკავშირებით და მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ყველა დონეზე ცდილობს ამ საკითხის დაყენებას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარმოადგინა.

მართალია, სახალხო დამცველის რეკომენდაციით აუცილებელი ფინანსური დახმარების მიმღები ჯგუფის გამოსავლენად ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის კრიტერიუმები განსაზღვრულია, თუმცაუმჯობესი იქნება დახმარების გაცემის თითოეული კრიტერიუმი ითვალისწინებდეს ოჯახის საჭიროებას და მნიშვნელოვანი იქნება დახმარების გაცემის ერთ-ერთ საფუძველს უმაღლესი განათლების დაფინანსების ხელშეწყობა წარმოადგენდეს.

რეკომენდაცია – დევნილების განსახლების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმში გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლების მითითების შესახებ, ნაწილობრივ არის შესრულებული, ვინაიდანროგორც წესი, კომისიის სხდომის ოქმში შეტანილი ფაქტობრივი გარემოებები გაუგებრობას იწვევს დევნილებში, ბუნდოვანია და გასაჩივრების დროსაც ქმნის პრობლემას.

ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაცია– სამართლებრივი აქტით დევნილი ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის პროცედურების მოწესრიგებას და შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ.სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომაღწერის ფორმა ნამდვილად შემუშავებულია, თუმცა პროცედურა არ არის ნათლად გაწერილი; არ არის ჩანაწერი რა შემთხვევაში უნდა შეივსოს ეს ფორმა, რამდენჯერ უნდა მივიდეს მონიტორინგის სამსახური კონკრეტულ მისამართზე, როგორ უნდა დადგინდეს ფაქტობრივი ცხოვრება და სხვა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურების, მასწავლებლისა და დირექტორების ძალადობის, მათ შორის ბულინგისა და ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების იდენტიფიცირების, თავიდან აცილების და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ სისტემური გადამზადების შესახებრეკომენდაციანაწილობრივ არის შესრულებული ვინაიდან, გადამზადებულ პედაგოგთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა, ხოლო საჯარო სკოლებში ჩატარებული შემოწმების მიხედვით, საჭიროა, რეგულარულად და სისტემატურად ხორციელდებოდეს საჯარო სკოლების პედაგოგთა გადამზადება და ცნობიერების ამაღლება რთული ქცევის მართვისა და ძალადობის პრევენციის საკითხებში. მისასალმებელია, რომ სამინისტრო აპირებს საჯარო სკოლებში ვიდეო ლექციების, ვიდეო მიმართვებისა და რეკომენდაციების დანერგვას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ხშირად არღვევენ რეფერირების პრინციპს. 2016 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა ორი შემთხვევა შეისწავლა ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით განათლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში სკოლის მხრიდან დარღვეული იყო რეფერირების პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნა.

ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაცია – ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების გაგრძელებისა და გაძლიერების შესახებ. სამინისტრო არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისა და სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ მიმდინარე ღონისძიებები სრულად ვერ უზრუნველყოფს პედაგოგების მომზადება–გადამზადების მოთხოვნას. სასურველია, უფრო მეტი სიხშირით ჩატარდეს პედაგოგების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სემინარები და სასწავლო პროგრამები.

ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაცია – სპეციალურიპედაგოგებისკვალიფიკაციისამაღლებისუზრუნველსაყოფად (განსაკუთრებითრეგიონებში)მუშაობის გაძლიერების შესახებ. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი“ 2016 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 235-მა სპეციალისტმა გაირა, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კურსი ვერ ჩაანაცვლებს საუნივერსიტეტო პროგრამებს და ვერ იქნება გამოყენებული სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის მისანიჭებლად.

საგარო საქმეთა სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ (ვიდეო)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ (ვიდეო)

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ (ვიდეო)

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ (ვიდეო)

21.02.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)