ახალი ამბები

საინფორმაციო ბიულეტენი - შშმ პირთა უფლებების დაცვა: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა საინფორმაციო ბიულეტენი -„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRIs), რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი“.

საინფორმაციო ბიულეტენში მიმოხილულია COVID-19-ის პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) შშმ პირთა უფლებების სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დამკვირვებლების აქტივობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. აგრეთვე, შეჯამებულია შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონული ქსელების/ორგანიზაციების მუშაობა.

წინამდებარე დოკუმენტი საინფორმაციო ბიულეტენის მეორე გამოცემაა და მასში შესულია ახალი თავი - „რესურსები“, რომელშიც გთავაზობთ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების თაობაზე სასარგებლო მასალების, პოლიტიკის დოკუმენტების, ანგარიშების, მოვლენების, სახელმძღვანელო პრინციპების და სხვა საკითხების შესახებ.

საინფორმაციო ბიულეტენი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შშმ პირთა უფლებების შესახებ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომლის თავმჯდომარე ამჟამად, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეა.

სახალხო დამცველის აპარატი მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ბიულეტენის მომზადებაში გაწეული ტექნიკური მხარდაჭერისთვის და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას მოწოდებული ფოტო მასალისთვის.


© ფოტო მოგვაწოდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება