ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირთა უფლებებზე „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებთან

2021 წლის 18 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტისა და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებისთვის შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ონლაინ შეხვედრა შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის პოპულარიზაციის ფარგლებში გაიმართა და მიზნად შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათთვის მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავდა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათთვის თანასწორი გარემოს შექმნის მიმართულებით კერძო სექტორის გაძლიერების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის წარმომდგენელმა კომპანიის თანამშრომლებს სახალხო დამცველის საქმიანობა გააცნეს; ასევე, განიხილეს შშმ პირთა მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის და დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები და სახალხო დამცველის პრაქტიკა.

სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას აღნიშნულ და სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების გაზრდისა და მათი უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით.

აპარატი იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი შეხვედრები და აპარატში დაგროვებული გამოცდილების გაზიარება, ასევე შესაძლო თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით არსებული გამოწვევების გამოვლენას და გააუმჯობესებს შშმ პირთა უფლებების სათანადო რეალიზებასა და მათთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)