ახალი ამბები

სახალხო დამცველი ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ. კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან პაუ მარი კლოზესთან და დელეგაციის წევრებთან მთავარ განსახილველ თემას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და 12 პუნქტიანი გეგმა წარმოადგენდა.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ სახალხო დამცველის ხედვით გეგმით გაწერილი პუნქტების შესრულებაში. დამატებით, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და იმ უარყოფით შედეგებზე, რაც შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსზე უარის თმას მოყვეს.

ნინო ლომჯარიამ ესპანეთის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნული საკითხით დაინტერესებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)