ახალი ამბები

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

2023 წლის 23 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

დუნია მიატოვიჩმა ლევან იოსელიანს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რომელიც შეეხება მედიას, გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, უმცირესობათა ჯგუფებს; ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის პრიორიტეტებზე და აპარატის როლზე ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საქმეში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)