ახალი ამბები

სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

2025 წლის 11 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

მხარეებმა ფსიქიატრიული მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების მიზნით სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს და გამოწვევების აღმოფხვრაზე მუშაობის პროცესში უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე და აპარატის თანამშრომლები, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)