ახალი ამბები

სახალხო დამცველი კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში სარფის სასაზღვრო პუნქტის მუშაობას გაეცნო

2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სარფში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილებას ეწვია და ახალი კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში თურქეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფოს საზღვრის კვეთის პროცედურებს გაეცნო.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა სასაზღვრო-სამიგრაციო პუნქტის ტერიტორია, ადგილზე მოწყობილი დროებითი საკარანტინო სივრცე, გაეცნო მგზავრთა საპასპორტო კონტროლის, კარანტინში და თვითიზოლაციაში გადაყვანის, თერმოსკრინინგის და სხვა შემოწმების პროცედურებს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განუმარტეს საქართველოს მოქალაქეთა მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით, საქართველოს ტერიტორიის დატოვების დროებითი წესი და შესაბამისი პროცედურები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება