ახალი ამბები

სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა

2023 წლის 19 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს გაეცნო. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)