ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის სტრატეგიაზე მუშაობს

2018 წლის 3-7 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო ექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობის და სოციალური ინკლუზიის საკითხებში კეტლინ დირი ეწვია. ექსპერტის დახმარებით სახალხო დამცველის აპარატი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის სტრატეგიას შეიმუშავებს.

სახალხო დამცველის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სტრატეგიის შემუშავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ეფექტური საქმიანობის წარმართვას.

საერთაშორისო ექსპერტმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სახალხო დამცველის აპარატის და მასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან, ასევე შესაბამისი სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო, სათემო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

*ექსპერტული მხარდაჭერა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)