ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს ღირსების ორდენი გადასცეს

2023 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის წარდგინებით აპარატის თანამშრომელს ანნა ჩუბინიძეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი მიანიჭა. ორდენი ანნა ჩუბინიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადასცა.

ანნა ჩუბინიძე 1992 წლის 12 აგვისტოდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტში, რომელიც მოგვიანებით, 1996 წლის 16 მაისს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღების შემდეგ - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატად ჩამოყალიბდა. ამდენად, ქალბატონ ანნას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის 31 წლიანი, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით ათეულობით ადამიანის უფლება იქნა აღდგენილი.

საქართველოს სახალხო დამცველის მთელი აპარატი ვულოცავთ ქალბატონ ანნას ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მასთან ერთად ვიზიარებთ, როგორც პირადად მისი შრომისა და ღვაწლის აღიარებას, ასევე სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის დაფასების სიხარულს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)