ახალი ამბები

სახალხო დამცველის გამოხმაურება საქართველოს პარლამენტში ქალ დეპუტატთა მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის გამოხმაურება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალ დეპუტატთა მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მიმართვებთან დაკავშირებით.

„ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს.“

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)