ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება დაკავებულთა მიმართ დაცვის უფლების განხორციელების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა.

დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებულნი არიან არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)