ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე გაეროს მსოფლიო მონაცემთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

2021 წლის 6 ოქტომბერს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო მონაცემთა ფორუმში. ფორუმი უკვე მესამედ იმართება შვეიცარიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის ორგანიზებით და მასში მონაწილეობას იღებენ სტატისტიკოსები მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან.

ფორუმი მიზნად ისახავდა მონაცემების შეგროვებაზე ცნობიერების ამაღლებას და გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების მნიშვნელობაზე ხაზგასმას.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა გენდერული სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოს მაგალითზე სექსუალური შევიწროების კანონმდებლობისა და ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო არსებული პრაქტიკების დახვეწას და მონაცემების შეგროვება ბევრად გააუმჯობესა.

მსოფლიო მონაცემთა ფორუმი გაიმართა ონლაინ და მასში ასევე მონაწილეობდნენ მედიისა და აკადემიის სფეროს წარმომადგენლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)