ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ აქტიური მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ღონისძიებებში

2025 წლის 19-20 ნოემბერს ბრიუსელში ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) საერთო კრება და მმართველი ორგანოს სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მიიღო მონაწილეობა, როგორც ბორდის წევრმა.

ბორდის და შემდეგ საერთო კრებაზე საბოლოოდ დამტკიცდა ქსელის 2026-2030 წლებისთვის სტრატეგიული გეგმა, ასევე ქსელის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მუშაობის განახლებული წესები და მმართველ სუბიექტებში წევრთა არჩევნების წესები.

20 ნოემბერს, ბორდის და საერთო კრების პარალელურად გაიმართა მაღალი დონის დისკუსია ადამიანის უფლებების გამოწვევებთან დაკავშირებით. თამარ გვარამაძე უძღვებოდა მეორე პანელს, სადაც მოწვეული იყვნენ ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპულის ქსელის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო ფლაერტი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) დირექტორის მოადგილე თეა ჯალიაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი ევროპის რეგიონში კრისტინა მეინეკე და სხვა პარტნიორები. პანელზე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ართულებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტურ მუშაობას ადამიანის უფლებების დასაცავად. ასევე, განიხილეს სამომავლო პრიორიტეტები და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)