ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ სდასუ-ში საჯარო ლექცია გამართა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

2023 წლის 13 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ) საჯარო ლექცია გამართა თემაზე – „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახალხო დამცველის ინსტიტუციური როლი და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები“.

თამარ გვარამაძემ შეხვედრაზე სახალხო დამცველის მანდატზე ისაუბრა, განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რეკომენდაციების მომზადების, შესაბამის სტრუქტურებთან გაზიარებისა და მათი შესრულების მონიტორინგის მექანიზმები.

ასევე, განიხილა ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 რეკომენდაციის მნიშვნელობაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის.

სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის პროცესში მოქალაქეთა უფლებების დაცვის შესაძლებლობებით, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გატარებული ღონისძიებებით, უფასო იურიდიული დახმარების სამსახურებისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)