სახალხო დამცველის რეკომენდაცია ორთოპედიულ ამწეებთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებისთვის ორთოპედიული ამწეების იმპორტი დამატებული ღირებულების გადახდისგან უნდა გათავისუფლდეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი მიმართულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ორთოპედიული ამწე წარმოადგენს არა დამატებით კომფორტს, არამედ აუცილებელ დამხმარე საშუალებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოკიდებელი ცხოვრების, ინდივიდუალური მობილურობის, სივრცეში უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა საჭიროებისთვის ორთოპედიული ელექტრო ამწის იმპორტის გათავისუფლება დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ამასთან, აღნიშნული შეღავათები გავრცელდეს შშმ ბავშვთა მშობელზე/კანონიერ წამომადგენელზე.