ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა მოსწავლეებთან

2025 წლის 13 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობასა და სახალხო დამცველის აპარატის მანდატზე ისაუბრა გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის №182 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

ინტერაქტიულ შეხვედრაზე მოსწავლეები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობით დაინტერესდნენ. მათ შორის, განიხილეს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება, გენდერული თანასწორობის საკითხები, ეთნიკური უმცირესობების უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა. ასევე დაინტერესდნენ იმ გამოწვევებით, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში აწყდება.

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)