ახალი ამბები

სახალხო დამცველმა კახეთის რეგიონში მდებარე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები მოინახულა

2025 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კახეთის რეგიონში მდებარე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები მოინახულა, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და იქ მცხოვრები ბავშვების საცხოვრებელ პირობებსა და უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.

სახალხო დამცველის შეფასებით, კახეთში, ისევე როგორც ზოგადად ქვეყანაში, მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში არასაკმარისია, ან საერთოდაც არ არსებობს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები.

განსაკუთრებით მწვავედ დგას რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე არასრულწლოვნებისთვის განგრძობითი, სათანადო და ინტეგრირებული სერვისების მიწოდების საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და ხაზს უსვამს, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათთან მომუშავე სპეციალისტებისთვის საჭირო მხარდამჭერი სერვისების განვითარებისა და გაძლიერების აუცილებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)