ახალი ამბები

სახალხო დამცველმა კერძო კომპანიებს დისკრიმინაციული ვაკანსიების აკრძალვისკენ მოუწოდა

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველ ვაკანსიებზე არაერთი რეაგირების მიუხედავად, დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ვაკანსიების ცალკეულ ვებ-გვერდებზე განთავსება კვლავ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული ხელს უწყობს სქესის, ასაკის თუ სხვა საფუძვლით საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპების სტიმულირებას.

2019 წლის 19 ნოემბერს სახალხო დამცველმა 5 კერძო კომპანიას (შპს „ნიუ ავტო მოტორსს“, შპს „სასურსათო მაღაზიას“, შპს „Coffee Time-ს“, შპს „სპორტმასტერს“, შპს „გოლდენ კეის“, შპს „მზიურს“ შპს „იფქლი 1-ს“) და დასაქმების ვებგვერდებს jobs.ge-ს და dasaqeba.ge-ს მიმართა ზოგადი წინადადებით, განცხადებების გამოქვეყნებისას კომპანიებმა თავი შეიკავონ ვაკანსიაში დისკრიმინაციული კრიტერიუმების განსაზღვრისგან, ვებ-გვერდებმა კი შეიმუშაონ მკაცრად განსაზღვრული რეგულაციები, რომლითაც სრულად აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება