ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

2023 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, სადაც ლევან იოსელიანი პირისპირ შეხვდა და ესაუბრა პატიმრებს, მათ შორის დაწესებულებაში მოთავსებულ ყველა არასრულწლოვან ბრალდებულსა და მსჯავრდებულს.

ქუთაისის N2 დახურული ტიპის დაწესებულებაში სახალხო დამცველმა საცხოვრებელი კორპუსები, საკნები, საერთო სივრცეები, სასეირნო ეზოები, დეესკალაციის საკნები, საერთო საშხაპეები და სამედიცინო პუნქტი დაათვალიერა.

დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან საუბრისას სახალხო დამცველმა უსაფრთხოებისა და პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)